Tuesday, May 30, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეცხრე დღე ჩემთვის.  ჩვენი ამდენი ხნის ნაშრომ-ნაწვალები წარმოვადგინეთ პრეზენტაციაზე. მივეცით ერთმანეტს რეკომენდაციები, გავაკეთეთ პატარ-პატარა ჩასწორებები. ასე რომ ზალიან საინტერესოდ გავიდა დღევანდელი დღეც.       მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონო ლალი. თქვენი ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო და  ბევრის მომცემია ყოველთვის. მადლობა თქვენ.

Thursday, May 18, 2017

მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია

        როგორც ყოველთვის, მიუხედავად იმისა რომ არ გვქონდა ინტერნეტი, ტრენინგის ეს დღეებიც საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. ვიმსჯელეთ სასწავლო პროცედურების შევსებაზე. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, მივიღეთ შესაბამისი რჩევები ტრენერისგან. გავეცანით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკას, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ცვენი მოსაზრებები პროექტის მსვლელობის შესახებ.  შემდეგ ჩავინიშნეთ დავალებები მომდევნო დღისთვის და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 

Monday, May 8, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეხუთე დღეს ქალბატონმა ლალიმ შეგვიმოწმა დავალებები. მოგვცა მითითებები და მოვახდინეთ ჩასწორებები. ვიმუშავეთ გვერდების ჩამატებაზე ბლოგებში,რათა ყველას ქონდეს წვდომა ინფორმაციაზე,ვისწავლეთ კალენდრის გაკეთება და მისი  გამოყენება.დღის ბოლოს ჩავინიშნეთ მეორე დღის დავალებები. საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა ამ დღემ.

Tuesday, May 2, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

          საინტერესო იყო ტრენინგის მეოთხე დღეც.     ტრენერმა, ქალბატონმა ლალიმ ,შეგვიმოწმა საშინაო დავალება რის შემდეგაც ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, ავთვირთეთ გუგლ დრაივში.

მეორე დღის რეფლექსია

მსმენელებმა წარმოვადგინეთ პროექტების იდეები და ვისწავლეთ ბროშურის გაკეთება.

პირველი დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე.გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა და მივიღეთ დავალება ქ.ლალისგან პროექტის იდეის ჩამოყალიბებაში.

საგნობრივი სტანდარტები და XXI საუკუნის უნარები

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები[1]
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.      
მედიაწიგნიერება
      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
      მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ციფრული წიგნიერება
      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
      ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
      დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
      მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
      გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.



[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.